Mission Statement

What we want to achieve

Vestibulum eu pellentesque ante. Sed tincidunt quam eu nisl luctus id mattis tellus rhoncus.

Vestibulum ante ipsum primis in faucibus orci luctus et ultrices posuere cubilia Curae. Donec dapibus eros vitae nibh venenatis faucibus.

Learn more »

Next Event

Friday, August 18, 2009

Aliquam augue neque, rhoncus et dictum in, cursus eget mauris.

Follow Us

http://twitter.com/username

Nulla mollis sollicitudin nulla et mattis.(2 hours ago)

Torquent per conubia nostra, per inceptos himenaeos. (2 hours ago)

In sed ante at velit hendrerit blandit a et nibh. Cras sed cursus nulla. (3 hours ago)

Nullam vitae mi at nulla blandit. (5 hours ago)

 
Blog

Let’s Talk About Demagogy… AKA “Hello World” ;)

ვეცდები მომავალში სათაურიც და და შიგთავსიც ქართული იყოს!..

თუმცა რატომ? მგონი ზოგისთვის გამაღიზიანებელია ინგლისურის და ქართულის ერთმანეთში არევა, თუ ასეთი “ზოგი” ჩემს ბლოგს წაიკითხავს, აუცილებლად მაცნობონ ;)

დემაგოგია – ძველი ბერძნული სიტყვა, რომელიც “ხალხით მანიპულირებას”, “ხალხის მართვას” ნიშნავს. ეს არის ორატორული და პოლემიკური საშუალებების ისეთი ერთობლიობა, რომელიც აუდიტორიის დაბნევას და საკუთარ პოზიციაზე გადაყვანას ისახავს მიზნად.

ოფიციალური განმარტება: ფაქტების და დაპირებების განზრახ დამახინჯებაზე დაფუძვნებული ზემოქმედება გრძნობებზე, ინსტიქტებზე, ხალხის აზროვნებაზე, მისწრაფებების გაღვივება გარკვეული, ძირითადად პოლიტიკური, მიზნების მისაღწევად; მაღალფარდოვანი მსჯელობის მიღმა დაფარული ეგოისტური მიზნები.

თანამედროვე გაგებით, სიტყვა “დემაგოგი” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით: “ადამიანი, რომელიც ბევრს უქმად საუბრობს”

ძველ საბერძნეთში ტერმინს არ ქონდა უარყოფითი მნიშვნელობა და “დემოკრატიულ ლიდერს” აღნიშნავდა.

რა საერთო აქვს დემაგოგიას ჩემს ბლოგთან??? მე ვთვლი რომ არავითარი :) ჯიბლამ თუ როკომ თუ ორივემ ერთად, აღარ მახსოვს :) გაიხუმრეს შენი ბლოგის მისამართი DemagogiaInc.ge უნდა იყოსო და მერე demagogia.ge დავარეგისტრირეთ :) წესით მომავალში გამოჩნდება ექნება თუ არა ჩემს ბლოგს საერთო დემაგოგიასთან.

სკინი დროებითია, სანამ საკუთარის დახატვას შევძლებ, უფრო სწორედ, სანამ ჩამოვყალიბდები ისეთ დიზაინზე, რომელიც დახატვიდან მეორე და მესამე დღესაც მომეწონება :(

რაც შეეხება კონტენტს, მოსალოდნელია სრული ქაოსი, სავარაუდოდ ვერ ავირჩევ ერთ კონკრეტულ სფეროს და ბევრ რაღაცას მივედ-მოვედები :)

მაშ ასე: “Hello world”  OR  ”Hello Georgia”

ლირიული გადახვევა: აშკარად მეორე მისალმება ბევრად მართებული იქნებოდა ქართულენოვანი ბლოგისთვის, თუმცა არანაკლებ ხმამაღალი :) უბრალოდ რაღაც ტრადიციაა სამყაროსთან მისალმება და არ დავარღვევ!

სხვათაშორის მხოლოდ ორი სფერო მაქვს შენიშნული “Hello world” შაბლონიანი დასაწყისით: ბლოგინგი და პროგრამირება, თი კიდევ რამე იცით მაცნობეთ ;)